მე არ ვარ ქარი…
მე არ ვარ მთვარე
არც მზე ვარ, ჩემო,
ხვალ ჩემი ქალი
დარეკავს ზარებს,
რომ ისევ ვიგრძნოთ
ერთურთის გემო…
მე არ ვარ ღმერთი,
მე არ ვარ სიტყვა,
მე ვარ იდეა…
მყავხარ შენ ერთი,
ეს ადრეც მითქვამს,
შენი გონება
ჩემი კიდეა..
მას არ გავცდები,
ვერ გავიხარებ,
თუ არ გიყურე..
არ გავბაცდები
გავუძლებთ ქარებს,
ცუდის სასმენად
დავიხშობთ ყურებს…
რომ არ გავიგოთ,
არ დავინახოთ
შევიგრძნოთ მხოლოდ,
კოშკი ავიგოთ,
და თავი ვიგრძნოთ
სამყაროს ბოლოდ…
მოხურე კარი,
იყავი ბარემ,
დღეს ჩემი გემი…
შენ არ ხარ ქარი,
შენ არ ხარ მთვარე…
შენ ოცნება ხარ
სათუთი ჩემი…


