ახალი სიტყვა ჯინეტში :))).

Advertisements

მე არ ვარ ქარი…
მე არ ვარ მთვარე
არც მზე ვარ, ჩემო,

ხვალ ჩემი ქალი
დარეკავს ზარებს,
რომ ისევ ვიგრძნოთ
ერთურთის გემო…

მე არ ვარ ღმერთი,
მე არ ვარ სიტყვა,
მე ვარ იდეა…

მყავხარ შენ ერთი,
ეს ადრეც მითქვამს,
შენი გონება
ჩემი კიდეა..

მას არ გავცდები,
ვერ გავიხარებ,
თუ არ გიყურე..

არ გავბაცდები
გავუძლებთ ქარებს,
ცუდის სასმენად
დავიხშობთ ყურებს…

რომ არ გავიგოთ,
არ დავინახოთ
შევიგრძნოთ მხოლოდ,

კოშკი ავიგოთ,
და თავი ვიგრძნოთ
სამყაროს ბოლოდ…

მოხურე კარი,
იყავი ბარემ,
დღეს ჩემი გემი…

შენ არ ხარ ქარი,
შენ არ ხარ მთვარე…
შენ ოცნება ხარ
სათუთი ჩემი…

სამწუხაროდ, პირველი ტურის პასუხი სწორად ვერავინ მომაწოდა… გთავაზობთ მეორე ტურის კითხვას:

ჯონ დონი ამბობდა, რომ ქალის ბედნიერების საიდუმლო არის ერთი ასაკიდან მეორეში დროულად გადასვლა. ასაკი კი ქალს აქვს სამი. დაასახელეთ სამივე…

ჩემო მკითხველო, დღეიდან ჩემი ბლოგი უფრო გაინტელექტუალურდება და უფრო სახალისოც გახდება… მე ყოველ დილით დავსვამ დღის კითხვას… და თქვენ კომენტარებში უნდა უპასუხოთ მას… კვირის ბოლოს კი შევაჯამებ დაგროვილ ქულებს და გამარჯვებულსაც გამოვავლეთ… smile.gif ნუ პრიზები ჯერ არაა, მარა თუ იმ იდეამ გაამართლა რასაც ვფიქრობ, შეიძლება მომავალში პრიზებიც იყოს თვის გამარჯვებულზე… smile.gif

 

 

მაშ, ასე, დღევანდელი დღის (პირველი ტურის) კითხვა:

 

1. ერთერთი რუსი მწერლის, ვ. სვერჟინის აზრით, ეს ერთადერთი სამკუთხედია, რომელის ყველა კუთხე, გეომეტრიის კანონების საპირისპიროდ, ბლაგვია…

დაასახელეთ სამკუთხედი!

 

(პასუხები დაწერეთ კომენტარებში)

sig1.JPGვინც არ მიცნობს და ამ პოსტს წაიკითხავს, ალბათ ან ჯანდაცვის მუშაკი ვეგონები, ან უბადლო ჯანმრთელობის მქონე ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არ მოუწევია…

ვინც მიცნობს, გაიცინებს და იფიქრებს: ”შენ, უსიგარეტოდ?” ეს იმიტომ რომ მეექსვე კლასიდან სოსკასავით მიდევს პირში სიგარეტის ღერი… და თან სულ მოკიდებული 🙂

თავიდან (მეექვსე-მეშვიდე-მერვე კლასი) ეს უბრალოდ ”მარიაჟობა” იყო… გამჯდარი გვქონდა ჩვენ თაობას, რომ სიგარეტის მწეველი ბიჭი გოგოებს მოსწონთ (პოლნი დურიზმ)… პლიუს ამას, ბიჭებშიც რაღაც ”ვესს” გაძლევდა მოკიდებული სიგარეტით ხელში სიარული… მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვური ხედვაა… აი, ეს ღუპავს მომავალ მწეველთა უმრავლესობას… (more…)

უცებ გამეღვიძა, სადღაც ტრიალ მინდორში ვიწექი, ირგვლივ ყვავილები და მწვანე, ძალიან მწვანე ბალახი იყო, ამ ბალახში ვიყავი ჩაფლული და მხოლოდ ხალხის ყვირილს ვარჩევდი. ადამიანების ხმა კარგა ხანია აღარ გამიგია, ხოდა თითქოს მეუცნაურა კიდეც. ფეხზე ავდექი, ირგვლივ მიმოვიხედე. იქვე პატარა ბილიკი დავინახე, ხალხით იყო სავსე, სადღაც მიიჩქაროდნენ, დიდი-დიდ ნაბიჯებს დგამდნენ, ერთმანეთს გზას არ უთმობდნენ და გაუთავებლად ყაყანებდნენ. (more…)

მოკლედ, რა ხდება ახლა?! ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე (მაინც რამდენი ვიფიქრე?!), გადავწყვიტე რომ აქ გამეკეთებინა ბლოგი… ამ ბოლო დროს იდეები მაწუხებს და შთამომავლობას გენიალური ნაშრომები რომ არ დაეკარგოს, ვორდპრესს ვანდობ ჩემი შემოქმედებითი მემატიანის როლს… ვოტ!

ვისაც ჩემი ძველი ბლოგის ნახვა გინდათ, აქაა ა საჩაიე